ესენი არიან რუსები, წულუკიანის ეს განცხადება უაღრესად დამცინავია ჩვენი სამხედროების მიმართ - ჩიქოვანი
თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულმა განცხადებამ ქუჩაში ყოფილი სამხედროები გაიყვანა - საპროტესტო აქციაზე იმყოფება "ფარის" წერვი კახაბერ ჩიქოვანი, რომელიც ამბობს, რომ "ოცნების" წევრის განცხადება "უაღრესად დამცინავი და შეურაცმყოფელია".
ესენი არიან რუსები - აცხადებს ჩიქოვანი და ამბობს, რომ ამით რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ნამდვილი სახე.
თეა წულუკიანის ეს განცხადება არ იყო გასაკვირი მათი პირიდან, რადგან ყველამ დავინახეთ და კარგა ხანია ამას ვხედავთ, რომ ესენი არიან რუსები. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა და იმ სახელმწიფოსი, რომელიც ჩვენი ნომერ პირველი მტერია. წულუკიანის ეს განცხადება უაღრესად დამცინავია ჩვენი სამხედროების მიმართ და ასევე იმ ვეტერანი ხალხის მიმართ, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გასწირეს და შესწირეს ჩვენს ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას და ჯანმრთელობას. აღარაფერს ვლაპარაკობ იმ გმირებზე, რომლებმაც დადეს თავი საქართველოს სიძლიერისთვის და დღეს, ისინი ჩვენს გვერდით არ არიან და თუ რატომ არ არიან ისინი დღეს სახლში, ზუსტად მაგიტომაც, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული არის და უფრო მეტის ოკუპაციას აპირებს რუსეთი ამათი ხელოთ უკვე, რაც არ გამოუვიდათ ძალით, არ გამოუვიდათ ომით, აგერ გამოაგზავნეს ხალხი, რომელიც ზუსტად მათ საქმეს აკეთებენ. ეს უთხრა თეა წულუკიანმა მთელ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დაგვანახეს თუ ვინ არიან ", - ამბობს კახაბერ ჩიქოვანი.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა.
წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.