"ანწუხელიძე უკვდავია" - აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე გადაინაცვლეს და მთავარი გამზირი გადაკეტეს
"ანწუხელიძე უკვდავია" - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.
დიდება გმირებს - სკანდირებენ მოქალაქეები. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ წულუკიანის განცხადება ივანიშვილის დავალება იყო.
ეს განცხადება იყო ყველა საქართველოს მოქალაქისთვის შეურაცმყოფელი. ბიძინა ივანიშვილის გარეშე ისინი ამ განცხადებას ვერ გაკეთებდნენ. ეს იყო დავალებული, რა თქმა უნდა ივანიშვილის მიერ", - ამბობს აქციის მონაწილე