უწყვეტი პროტესტის 136 დღე - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტილია
უწყვეტი პროტესტის 136 დღე - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტილია. პროევროპული აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „ანწუხელიძე უკვდავია", „დიდება გმირებს".
აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მოთხოვნები კვლავ უცვლელია- დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.