მედია: ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა, მოზარდი გარდაიცვალა
ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში ჩავარდნილი 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა - "ინტერპრესნიუსის" ცნობით, უბედური შემთხვევა ე.წ ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ინფორმაციისთვის, „ტიტანიკის“ კორპუსი ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მობინადრეები წლებია დახმარებას ითხოვენ.