წულუკიანი ისტორიის გადაწერას ცდლობს და გმირებს შეურაცხყოფს - ომის ვეტერანები
აგვისტოს ომის ვეტერანები თეა წულუკიანის განცხადებას, თითქოს გიორგი ანწუხელიძე "ვიღაცის პიარს შეეწირა", მოღალატეობრივს უწოდებენ. ამბობენ, რომ "ოცნება" ახლა ისტორიის გადაწერას ცდილობს და გმირებს შეურაცხყოფს.
გამასამართლონ მაშინ. მაშინ მოგვისაჯონ სამშობლოს სიყვარულისთვის, მოგვისაჯონ იმისთვის, რომ სამშობლოს ვიცავდით. რას ნიშნავს "პიარს შეწირული?" მარო მაყაშვილის დროსაც პიარი იყო? თებერვლის გმირების დროსაც პიარი იყო? შეიძლება ამის თქმა? ზუსტად ეს არის გადაწერა ისტორიის, იმიტომ, რომ გმირობა დანაშაულია. ანუ ომი მშიდობაა, როგორც 1984-ში. სიყვარული - ბოროტებაა.
ერთის მხრივ, ვინც იბრძოლა, ვინც საკუთარი სიცოცხლე გასწირა სამშობლოსთვის, ამათი შეურაცხყოფაა და მეორეს მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მომავალი ჯარისკაცებისთვის, მომავალი ოფიცრებისთვის თქმა იმის, რომ არ არის საჭირო თავის გაწირვა სამშბლოსთვის.
ძალიან რთულია ლექსო ნატროშვილის დედამ ეს მოისმინოს, სერგო მელიას დედამ ეს მოისმინოს, გიორგი ანწუხელიძის ცოლ-შვილმა ეს მოისმინოს, - ამბობს პოლკოვნიკი მერაბ კიკაბიძე.
ომის ვეტერანი გელა შერვაშიძე ამბობს, რომ მებრძოლების საკითხი წულუკიანის გასარჩევი არ არის, რადგან მას არ გმირობიეს ესმის რაიმე და არც მებრძოლების სულისკვეთების. მისი თქმით, რეჟიმი ახლა ქარველ ჯარისკაცებს რეპუტაციულ ზიანს აყენებს.
წულუკიანის გასარჩევი არ არის მებრძოლების საკითხი, იმიტომ, რომ მან არ იცის გმირის ფასი, მან არ იცის მებრძოლის სულისკვეთება. "დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო". რაც მამა იყო, ის შვილია. ამიტომ ვგმობთ ჩვენ მის ასეთ ქმედებას. მე, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანი კაცი, ვფიქრობ, რომ ეს ყევლაფერი დემაგოგიაა და ყველა ის სამხედრო ვეტერანი უნდა დადგეს ერთმანეთის გვერდით, რომ მათი რეპუტაციის შელახვა არ მოხდეს, - ამბობს ომის ვეტერანი გელა შერვაშიძე.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.