"უზნეობა" - აგვისტოს ომის თვითმხილველები წულუკიანის განცხადებაზე
ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომი და რუსული სისასტიკე საკუთარი თალით ნახეს, თეა წულუკიანს მისი განცხადების გამო აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ "ოცნების" ლიდერის განცხადება ომის მონაწილე გმირების შეურაცხყოფაა.
2008 წლის დაბომბვების, ომის დროს, როდესაც ჩრდილოეთიდნა ხედავ, შემოდის მფრინავი ბომბდამშენი და ისვრის ამ ვრცეხლისფერ საგნებს, იმ დროს რომელ პირაზე ფიქრობ?! როგორ შეიძლება, მშობელი გაამტყუნო, როდესაც ის თავს სწირავს საკუთარი სამშობლოსთვის ანუ საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი შვილების მომავლისთვის, საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის?, - ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე წულუკიანს უსვამს კითხვას, არიან თუ არა მისი აზრით, პიარისთვის დაღუპულები 300 არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე, ოთხოზორია და სხვა ქართველი გმირები.
უზნეობაა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ადამიანს უწოდო პიარისთვის დაღუპული. ამ ლოგიკით, თეა, 300 არაგველც პიარისთვის არის დაღუპული, 9 ძმა ხერხეულიძეც პიარისთვის არის დაღუპული, რომელაშვილებიც და შინდისის გმირებიც. ანუ შენ ფიქრობ, რომ ეს ადამიანები პიარისთვის დაიღუპნენ? და თვითმყოფადობაში, ჩვენ ქართველებად რომ ჩამოგვაყალიბეს მათმა ბრძოლამ, ეს არ არის მნიშვნელოვანი? მაშინ, მოდი, ამ კითხვის გაგრძელებას გეტყვი, შენ თუ ვიღაც პიარისთვი დაღუპულად მიგაჩნია, ოთხოზორია რისთვის დაიღუპა? ტატუნაშვილი რისთვის დაიღუპა? აგერ, გინტური რისთვის დაიღუპა? თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი. პიარისთვის მოკალით? პიარისთვის საქართველოში ერთადერთი ადამიანია მკვდარი, ისიც ბავშვია - რაფალიანცი, - ამბობს მოქალაქე.
მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ არავის მისცემენ უფლებას, გმირების სახელები შელახონ.
იმ გმირების ხსოვნას, სახელს, არავის შევალახინებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი 2008 წლის აგვისტოს ომი და განსაკუთრებით ამ ქალაქში ვბრაზდებით და გვწყინს ის, რომ სამწუხაროდ, აღარ დარჩა ხელშეუხებელი აღარაფერი. ახალგაზრდები ვართ ის ძალა, რომლებიც დავანახებთ ე.წ. ხელისუფლებას, რომ ახალგაზრდების ხმა უნდა გაიგონ და არ უნდა გადალახონ ზღვარი, რომელსაც გმირების სახელების შელახვა ჰქვია, - ამბობს აგვისტოს ომის თვითმხილველი.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.