ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ვაშინგტონში უმასპინძლეს

13.04.25 12:23
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ვაშინგტონში უმასპინძლეს

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას დავით ხირგუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტოსამალას ურთავს. 

ხორგუაშვილი წერს, რომ აეროპორტში გმირის ოჯახს USO-მ(United Service Organizations) დახვდა. მისი თქმი, ეს იყო ემოციური შეხვედრა, სადაც მეგობარმა ქვეყანამ პატივი მიაგო იმ გმირის მემკვიდრეობას, ვინც თავისი თავგანწირვით მთელი ერის სინდისად და ღირსებად იქცა.

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ვაშინგტონში ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდა.
აეროპორტში მათ USO-მ(United Service Organizations), ღირსეულად და გულთბილად უმასპინძლა, როგორც იმ ქვეყნის გმირის ოჯახს, რომელიც ღირსებისა და თავისუფლების გვერდით იდგა, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.
ეს იყო ძალიან ემოციური შეხვედრა, სადაც მეგობარმა ქვეყანამ პატივი მიაგო იმ გმირის მემკვიდრეობას, ვინც თავისი თავგანწირვით მთელი ერის სინდისად და ღირსებად იქცა.
დღეს გმირის ოჯახი შეხვდება ვაშინგტონში მცხოვრებ ქართულ დიასპორას
რომელიც ემსახურება მადლობისა და სულიერი თანადგომის კიდევ ერთ უმაღლეს გამოხატულებას.
გმირები მარად ცოცხლები არიან მაშინ, როცა მათი სახელით სუნთქავს საზოგადოება.
გმირები არ კვდებიან!
დიდება გმირებს!