"ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია" - 14 აპრილს დაანონსებულ აქციას სინდისის პატიმრების დედებიც უერთდებიან
ხვალ სტუდენტების დაანონსებულ აქციას სინდისის პატიმრების დედებიც უერთდებიან. რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა ამბობს, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და შვილების თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწვეტენ.
14 აპრილს ჩვენ დავიცავთ ენას, მამულს, სარწმუნოებას. ჩვენი შვილები არმის გულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის არიან დაპატიმრებულები. მათ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ და ვაგრძელებთ. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. არ არსებობს ორი აზრი, რომ ჩვენ რამენაირად ამათ ვერ მოვუგოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები,- ამბობს ელენე ახობაძე.
კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ ბრძოლს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ე.წ. ხელისუფლება არ წავა.
დღეს ისევ ეს რუსული ძალა გვართმევს დამოუკიდებლობას და ჩვენი შვილები რადგან იმისთვის არიან დატყვევებულები, რომ იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიქნებით იმათი სახე, იმათი დედები, ოჯახის წევრები, ყველა, ვიქნებით გარეთ და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ისევ არ მივაღწევთ დამოუკიდებლობას და ყველაზე მთავარს, სანამ ეს მთავრობა არ დატოვებს ხელისუფლებას, - ამბობს მარიზი კობახიძე.
რეჟიმის პატიმრის, გიორგი მინდაძეს დედა ამბობს, რომ დედები ყოველტვის ბრძოლის წინა ხაზზე იდგებიან და უსამართლობას არ დაუშვებენ.
როგორც ჩვენ დავაანონსეთ, დედები ყოველთვის ხელჩაკიდებულები წინა ხაზზე ვიქნებით, იმიტომ, რომ ჩვენი შვილები მართლა უსამართლოდ სხედან და ამ უსამართლობის დაშვებას არ ვაპირებთ და არ გავჩერდებით. ვივლით ხელჩაკიდებულები და მივაღწევთ ჩვენს საწადელს: გამარჯვება ბოლომდე! ძალა ერთობაშია და გაბრწყინებულ საქართველოში უნდა ვოცხოვროთ!, - ამბობს ნანი წულაია.
47 წლის შემდეგ ქართველ სტუდენტებს ისევ ეროვნული იდენტობის დაცვისთვის ბრძოლა უწევთ. ხვალ 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ახალგაზრდები იკრიბებიან.
საპროტესტო აქცია მთელს ქალაქს მოიცავს. სტუდენტების გვერდით ხვალ ის პროფესორ-მასწავლებლები დადგებიან, რომლებიც 1978 წელს სახელმწიფო ენის დაცვისთვის მოწყობილ აქციებში მონაწილეობდნენ.