შიდა ქართლის სოფლებში მოსავალი გაიყინა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

13.04.25 17:56
შიდა ქართლის სოფლებში მოსავალი გაიყინა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

შიდა ქართლის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია. გორის სოფლებში ბოლო დღეებია -3 და -5 გრადუსია ტემპერატურა, რის გამოც ადგილობრივებს ხეხილი გაეყინა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ. წუხელ ბაღებთან ცეცხლიც კი დაანთეს, რომ დარჩენილი მოსავალი გადაერჩინათ. ამის გამო დღის პირველ ნახევარში გორში ძლიერი დაკვამლიანება იყო.

80% ყველაფერი გაფუჭებულია. ზოგი სულ მოისპო. აი, ვაშლი შეიძლება და ყურძენი... ვაშლი ნახევარი შეიძლება, გადარჩეს. მთელი ღამე იმუშავეს, დაუნტეს ცეცხლი, მაგრამ არ უშველა, - ამბობს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი. 

თითქმის სულ ყველაფერი გაფუჭდა. ბალი, ატამი, კურკოვანი ხილი სულ გაფუჭდა. მოსახლეობას გასაყიდი აღარაფერი დარჩა. დაზღვევა არ გვქონდა ჯერ, მოულოდნელი იყო და არ დაგვიზღვევია, - ამბობს ადგილობრივი.  

მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული ზარალი ფასების ზრდაზეც აისახება.