ტრაგედია ავჭალაში - ვის უპასუხისმგებლობას ემსხვერპლა 13 წლის მოზარდი
ავჭალაში ე.წ ტიტანიკის კორპუსში 13 წლის ნიკუშა კოკოშაშვილი ლიფტის შახტაში ჩავარდა. უმძიმესი დაზიანებებით მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მეშვიდე კლასელი ბიჭი, რომელიც კორპუსში მეგობრებთან ერთად თამაშობდა, სიცოცხლისთვის საშიშ კორპუსს ემსხვერპლა.
ე.წ ტიტანიკის კორპუსში მცხოვრები ხალხი ყვება, რომ 33 ოჯახი წლებია დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. კორპუსი ავარიულია, საძირკველი გრუნტის წყლებით წლების წინ დაზიანდა, შენობა შუაზე გაიხსნა და სადარბაზო ჩამოინგრა. 4-ვე სადარბაზოში ღიაა ლიფტის შახტები. ეს ინფორმაცია აქვს მერსაც და გამგეობასაც, თუმცა სიცოცოხხლისთვის საშიშ კორპუსში ხალხი მაინც ცხოვრობდა.
13 წლის ბიჭის სიკვდილის შემდეგ გლდანის გამგეობა პასუხისმგებლობას გაურბის. გამგებელი ამტკიცებს, რომ ავჭალაში ტიტანიკის კორპუსი 80-იანი წლებიდან ავარიულია. ხალხს ქირით გადაყავნა და ახალი კორპუსის აშენება შესათავაზეს, თუმცა მათ ავარიულ შენობაში დარჩენა ამჯობინეს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.