წმენდა საჯარო ბაღებში - 196 ბაღიდან 20 თანამშრომელი გაუშვეს

თბილისის საჯარო ბაღებში საკადრო წმენდა დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს. ვარკეთილის ბაღი დედაქალაქში მეხუთეა, საიდანაც თანამშრომლები გაუშვეს. სამსახურის გარეშე, ამ შემთხვევაში, ოცი ადამიანი დარჩა.
196-ე ბაღიდან დაითხოვეს დარაჯი, ფსიქოლოგი, აღმზრდელები. არცერთისთვის ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ. არც გათავისუფლების დოკუმენტი ჩაბარებიათ.
სახლში გაშვებულები ვარაუდობენ, რომ განსხვავებული აზრის, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაისაჯნენ. ოცივე ახლა ხვალინდელი დღისთვის ემზადება. ბაღიდან გათავისუფლებულები იმ ბაღთან აპირებენ აქციის მოწყობას, საიდანაც უკანონოდ გაუშვეს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.