ისტორიული დღე და ადგილი - სტუდენტები რეჟიმის წინააღმდეგ ხვალ ქუჩაში გავლენ

13.04.25 20:35
ისტორიული დღე და ადგილი - სტუდენტები რეჟიმის წინააღმდეგ ხვალ ქუჩაში გავლენ

ისტორიულ დღეს, ისტორიულ ადგილზე სტუდენტები რეჟიმს საკუთარ ძალას კიდევ ერთხელ აჩვენებენ. სიმბოლურად 14 აპრილს, დედაენის დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო კვლავ იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებს შეხვედრის ადგილი. 

"ვერთიანდებით მომავლისთვის! ვერთიანდებით რეჟიმის ტყვეებისთვის! ვერთიანდებით სამშობლოს გამარჯვებისთვის!" -  ზუსტად 24 საათში, ჭავჭავაძის გამზირზე სტუდენტები ამ შეძახილებით გამოჩნდებიან.

2025 წელს დედაქალაქში კვლავ ხმაურიანი დილა გათენდება. 47 წლის შემდეგ პროფესორ-მასწავლებლები ისევ დატოვებენ აუდიტორიას და ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად სტუდენტებთან ერთად ქუჩაში გამოვლენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები