მოშიმშილე პატიმარი საპატიმროს შეცვლას უშედეგოდ ითხოვს - ლევან ნოდიას მდგომარეობა მძიმეა

13.04.25 20:46
მოშიმშილე პატიმარი საპატიმროს შეცვლას უშედეგოდ ითხოვს - ლევან ნოდიას მდგომარეობა მძიმეა

შეუძლოდ მყოფ მოშიმშილე პატიმარს შველა ქუთაისის ციხეში სჭირდება. ლევან ნოდია ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში შიმშილობს. ოჯახის ინფორმაციით, პატიმრის მდგომარეობა დღეს უკიდურესად დამძიმდა.

მსჯავრდებულმა, რომელმაც სასჯელის ნახევარი, 9 წელი მკაცრი რეჟიმის ციხეში უკვე მოიხადა, გეგუთში გადაყვანას ითხოვს. პატიმარმა 18 წლიანი მსჯავრით პროტესტის უკიდურეს ფორმას 2 კვირის წინ მიმართა. ლევან ნოდია მსჯავრდებულის უფლებას იყენებს და ითხოვს, დახურული ზონიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაიყვანონ.

მოშიმშილე შეუძლოდ მყოფი პტიმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნოდიას ყველა განაცხადი უგულებელყოფილია. ქუთაისის 2 დაწესებულების დირექცია პატიმარს სხვა ციხეში გადაყვანაზე უარს ეუბნება, ერთადერთი მიზეზი კი კარგი ყოფაქცევაა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.