პრეზიდენტი ზურაბიშვილი: დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა

14.04.25 07:15
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ სუმზე თავდასხმას ეხმაურება.

ბზობის კვირას, მაშინ როდესაც უკრაინელები მშვიდობიანად შეიკრიბნენ, რუსეთმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა"- წერს ზურაბიშვილი.