შვილებს არავის დავუთმობთ, არ გაბედოთ ვინმეს გატაცება, დაპატიმრება - ზურაბ ცეცხლაძე "ოცნებას"

14.04.25 14:09
შვილებს არავის დავუთმობთ, არ გაბედოთ ვინმეს გატაცება, დაპატიმრება - ზურაბ ცეცხლაძე "ოცნებას"

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა დღეს ახალგაზრდების  დაგეგმილ აქციას შეუერთდება. ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ დღევანდელ აქციაზე ქუდზე კაცი უნდა გავიდეს.

ამასთან, სინდისის პატიმრის მამა რეჟიმს აფრთხილებს, პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს. მისი თქმით, რეჟიმის ტყვეების მშობლები ახალგაზრდების დასაცავად ყველა ღონეს იხმარენ. 

ქუდზე კაცი უნდა იდგეს, რომ დღევანდელ რუსულ რეჟიმს აჩვენოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ერი, რაოდენ მნიშვნელოვანია სამშობლო, რაოდენ მნიშველოვანია ენა. ჩვენ, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მათ ადგილებს ვიკავებთ და მათი ბრძოლის ხაზზე ვდგავართ და მათ ბრძლას ვაგრძელებთ გარეთ, ამიტომ, აუცილებლად ჩვენი ბანერებით, წინა რიგებშ ვიდგებით. 

ამავდროულად, მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ არ გაბედოს რაიმე ინტრიგა ან დესტრუქცია შემოიტანოს. ჩვენ მშვიდობიანი აქცია გვაქვს. ჩვენ შეიძლება, ვერ მოვასწარი ჩვენი შილების დაცვა, მაგრამ ამ შვილებს, რომელთან ერთადაც ვიდგებით, არავის დავუთმობთ. არ გაბედონ ვინმეს გატაცება, დაპატიმრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი სათანადოდ დავიცვათ, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე. 

თბილისსა და ბათუმში ივანიშვილის რუსული მმართველობის წინააღმდეგ ერთიანი პროტესტი იწყება. "ერთად დავიცვათ სახელმწიფო რუსული რეჟიმისგან" - ამ მოწოდებით მოქალაქეები დღეს ქუჩაში 19:00 საათზე გადიან.

თსუს პირველ კორპუსთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიდის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილის პარტია საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.