ივანიშვილის დეპუტატებმა გრანტების კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს - რა ხდებოდა სხდომაზე
იურიდიულმა კომიტეტმა გრანტების კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. დეფაქტო პარლამენტის მიერ მომზადებული პროექტიით, უცხოური დახმარების მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. თუ გრანტის მიმღები თანხას მთავრობის ნებართვის გარეშე დახარჯავს, შესაძლოა, დადგეს მისი პასუხისმგბელობის საკითხიც. ასევე, თუ "ქაართული ოცნება" იტყვის, რომ გრანტის მიღება აკრძალულია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია ამ მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის მიმღები თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.
იქნება შინაარსში ჩარევის მცდელობა და ინტერესთა კონფლიქტი, - ასეთი შთაბეჭდილება დარჩა კანონპროექტის მოსმენის შემდეგ სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს. სხდომაზე ომბუდსნების მოადგილე დაინტერესდა, როგორ გააკონტროლებს "ოცნება" ხელშეკრულებს, რა დონეზე ჩაერევა შეთანხმებებში, ექნება თუ არა ადგილი მეილის და პირადი შეტყობინების წაკითხვას. აღნიშნულ კითხვებზე რეჟიმმა პასუხების გაცემა სრულფასოვნად ვერ მოახერხა.
მესამე სექტორი კი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ყველაზე მეტად უარყოფითად მოწყვლად ჯგუფებზე აისახება, რადგან ისინი დახმარებას სწორედ არასამთავრობო ორგანიზაცებისგან იღებენ.
ყველა უწყებამ იცის, რომ ორგანიზაციას აქვს ძალიან მძიმე საქმეები, სადაც მოწყვლადი პირები, დაზარალებულები და ძალადობა გამოვლილები არიან ბავშვები, არიან შშმ პირები და მათთვის ამ სერვისების მიცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბავშვებს მივცეთ ინფორმაცა, როგორ არ დაექვემდებარონ ძალადობას, რაც იმას ნიშნავს, რომ გვსურს, შევამციროთ ბავშვთა მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის პრევენციას ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ბავშვს ტოვებენ სასიცოცხლოდ მნიშევნელოვანი სერვისების და დახმარების გარეშე, - ამბობს "პარტნიორობა ადამიანის უფლებისთვის" ხელმძღვანელი თამუნა გაბაიძე.