წმენდა საჯარო ბაღებში- 196-ე ბაღის შემდეგ თანამშრომლები 28-ე ბაღიდანაც გაუშვეს
196-ე ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისა და დირექტორის შეხვედრა დასრულდა. რეორგანიზაციის მოტივით გაშვებულებმა ვერ გაიგეს, ვინ დაწერა სია, ვისაც საკადრო წმენდა უნდა შეხებოდა. შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შენობის გარეთ პოლიციაც კი იყო მობილიზებული.
შეხვედრიდან გამოსულმა ადამიანებმა თქვეს, რომ ვერცერთ კითხვაზე კონრეტული პასუხი ვერ მიიღეს. მათი თქმით, დირექტორი მათ უტკიცებდა, რომ არაფერ შუაში იყო და ყველაფერი სააგენტოს გადაწყვეტილებით მოხდა.
გაშვებული თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკურია.
ამიხსნას ვინმემ, რატომ მოვხვდი მე ამ სიაში? რა დავასავე? 11 წელია ვემსახურები პირნათლად, არცერთი დირექტორისგან შენიშვნა არ მქონია. ვერ მისახელებს ვერაფერს. რომ ვეკითხები, რატომ? პასუხია: მე არაფერი ვიცი, - ამბობს გაშვებული თანამშრომელი.
"პირველებმა" გაარკვია, რომ 196-ე საჯარო ბაღის გარდა, საკადრო წმენდაა დაწყებული თბილისის კიდევ ერთ ბაღში. 28-ე ბაღიდან 28 ადამიანი გაშვეს. აღსანიშნავია, რომ პოსტიდან გათავისუფლებულია ამავე ბაღის დირექტორიც.
ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, მე რის საფუძველზეც გამათავისუფლეს, ამის პასუხი ჯერ არ მაქვს, მხოლოდ დღეს წერილობით მივწერე, მაგრამ ეს ეს ადამიანები, ეს ის ადამიანები არიან, რომებიც ამ საბავშვო ბაღში ქმნიდნენ ამინდს, - ამბობს გაშვებული თანამშრომელი.
ჩემი შვილი სახელმწიფო სამსახურშია... არ ვიცი, ეტყობა, მაგათ დროშა ვერ აფრიალებს. ძალიან ხშირად ტელევიზიაში ჩნდებოდა, ოპოზიციის მხრიდან აშუქებდნენ და ეტყობა, მეც იმიტომ "გამანათეს". ერთი შენიშვნა არ მქონია, ერთი საყვედური არ მოუცია არავის, - ამბობს ბაღის ყოფილი აღმზრდელი.