აქცია სოფელ ბაცხანაში - ადგილობრივები საშიში ლიანდაგის შემოღობვას ითხოვენ
საპროტესტო აქცია იყო დღეს ბარცხანაში. ეს ის სოფელია, სადაც, დაახლოებით, ერთი კვირის წინ 13 წლის მოზარდი მატარებელმა გაიტანა.
მოქალაქეები ადგილზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ, რადგან საშიში ლიანდაგი სკოლასთან ახლოსაა და მოზარდები დაუცველები არიან. მშობლები სპეციალური ჯებირების და ღობეების გაკეთებას ითხოვენ.
მშობლები ამბობენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება. მათი თქმით, მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ვითხოვთ აქ უსაფრთხო გადასასვლელს, პანდუსს, ღობეს, შემოღობილი იყოს, რომ ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები. გვეშინია, გადასვლა საშიშია ნამდვილად. შემთხვევა არ არის პირველი, მე-17 შემთხვევაა და მშობლები ამბობდნენ, აქამდე რკინიგზას მივმართეთო, მაგრამ რეაგირება იყო ნულიო. მე თონ ორჯერ ვარ ჩავარდნილი აქ, - ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ სოფელს ბაცხანაში 8 აპრილს სკოლის მოსწავლე დიდი სიჩქარით მიმავალმა მატარებელმა გაიტანა.