დიდი წმენდა საბავშვო ბაღებში - პოლიტიკურად მიუღებელი დირექტორების შემდეგ, სამსახურებიდან აღმზრდელებიც გაუშვეს
დიდი წმენდა საბავშვო ბაღებში - პოლიტიკურად მიუღებელი დირექტორების შემდეგ, აღმზრდელების რიგი დადგა. მხოლოდ თბილისის ორი ბაღიდან 50-მდე თანამშრომელი დაითხოვეს. სამსახურიდან გაშვების ოფიციალურ მოტივად რეორგანიზაცია სახელდება, თუმცა რეალურ მიზეზებზე თავად აღმზრდელები საუბრობენ. ბაღებიდან უშვებენ ყველას, ვინც "ქართული ოცნების" სამსახურში არ დგას.
196-ე ბაღის დირექტორი დღეს იძულებული გახდა სამსახურში ჩუმად შეპარულიყო. მაგრამ მოგვიანებით მაინც მოუწია ყოფილი თანამშრომლებისთვის ახსნა-განმარტება მიეცა. თუმცა ვინ დაწერა გასათავისუფლებელთა სია, ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე-საათიანი ხმაურიანი შეხვედრის შემდეგაც ვერ მიიღეს. საკადრო წმენდაა 28-ე ბაღშიც, სადაც ერთ დღეში უსამსახუროდ 28 თანამშრომელი დატოვეს.
წმენდა საბავშვო ბაღებში - დეტალები ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.