ვინ არის გამომძიებელი, რომელიც რეჟიმს სინდისი პატიმრების საქმეებზე მიჰყავს
გამომძიებელი, რომელიც პროკურატურის მაშველი რგოლი სინდისის არაერთი პატიმრის საქმეში აღმოჩნდა, სალომე ედიშერაშვილია. ის ფიგურირებს საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც ედიშერაშვილმა წამების ფაქტებზე თვალი დახუჭა და ერთ-ერთი მთავარი მოწმეა მათე დევიძის წინააღმდეგაც.
მათე დევიძის წინააღმდეგ დღეს ჩვენება სალომე ედიშერაშვილმა მისცა. სალომე ედიშერაშვილი ამტკიცებს, რომ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე ტელევიზორში ნანახი კადრით ამოიცნო. ის სახელმწიფო ბრალდებისთვის მნიშვნელოვანი მოწმეა, რადგან სწორედ მისი ჩვენების და დანიშნული ექსპერტიზის საფუძველზე 21 წლის აქტივისტს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სინდისის პატიმრების საქმეებზე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეების შეკერვას გამომძიებლების კონკრეტულ ჯგუფს ანდობს. პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ პროკურატურას ერთი და იგივე ცრუ მოწმე პოლიციელები მოჰყავს, რომლებმაც ზუსტად იციან, მოსამართლის წინაშე რა უნდა ილაპარაკონ. ანუ, გამოდის, რომ ყველა საქმე, რომელზეც მაღალი პოლიტიკური ინტერესია, მხოლოდ იმ პირებს ეწერებათ, ვისაც რეჟიმისგან მაღალი სანდოობა აქვს.
დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.