დიდი პროტესტის დღე დედაქალაქში - თსუ-თან მოქალაქეები იკრიბებიან

14.04.25 19:39
დიდი პროტესტის დღე დედაქალაქში - თსუ-თან მოქალაქეები იკრიბებიან

დიდი პროტესტის დღე დედაქალაქში - ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.

პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები დედაენის დღეს ისტორიული მარშრუტის გავლას აპირებენ, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე. 

ევროპული მომავლის მცველები გეგმავენ, რომ რეჟიმის წარმომადგენლები პროტესტის ხმით შეაწუხონ და ციხეებში უკანონოდ გამოკეტილ თანამებრძოლებს სოლიდარობა გამოუცხადონ.

გვიხარია სტუდენტებს და თსუ-ს სტუდენტებს, რომ ეს ადგილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო არის პროტესტის ადგილი იმიტომ, რომ ისტორიულად ესე იყო ყოველთვის, რომ სტუდენტები გამოდიოდნენ, ხალხი გამოდიოდა და იბრძოდა თავისუფლებისთვის. მათ შორის, ისეთი ძლიერი რეჟიმის წინააღმდეგ, როგორც საბჭოთა კავშირი იყო და ზუსტად თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეზოდან იწყებოდა ეს ყველაფერი. 14 აპრილი არის სიმბოლო საბჭოთა კავშირზე გამარჯვების, საკუთარი ენის დაცვის. "ქართულმა ოცნებამ" წაგვართვა მნიშვნელოვანი სიტყვები, როგორიც არის მშვიდობა და იმედი და მნიშვნელოვანია, რომ ეს იმედი დავუბრუნოთ ხალხს", - ამბობ მსვლელობის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები