"ერთად დავიცვათ სახელმწიფო რუსული რეჟიმისგან" - საქართველოში პროტესტის ისტორიული დღეა
პროტესტის ისტორიული დღე და სტუდენტების ერთიანობის მარში. ამ წუთებში მოვლენათა ეპიცენტრია თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტები.
"ერთად დავიცვათ სახელმწიფო რუსული რეჟიმისგან" - ამ მოწოდებით სტუდენტები ისევ ბრძოლის ავანგარდში დგანან ზუსტად ისე, როგორც 47 წლის წინ, როდესაც ქართული ენის დასაცავად ქვეყნის მთელი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა.
სტუდენტებთან ერთად დგანან მათი ლექტორებიც და მშობლების თაობა. უნივერსიტეტთან მიდის ყველა, ვინ ფიქრობს, რომ დღეს ქვეყნის თავისუფლების დასაცავად გადამწყვეტი ბრძოლის ეტაპია.
ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, სტუდენტები და სინდისი პატიმრის, პოლიტპატიმრის მშობლები. მე ვფიქრობ, დღეს არის ერთ-ერთი ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვების საწინდარი. ვიბრძოლებ ბოლომდე", - ამბობს ეკა წერეთელი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.