"ძალა სტუდენტების ერთობაშია" - მსვლელობა პარლამენტისკენ დაიძრა

14.04.25 21:21
"ძალა სტუდენტების ერთობაშია" - მსვლელობა პარლამენტისკენ დაიძრა

დიდი პროტესტის დღე საქართველოში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებული დედაენის დღისადმი მიძღვნილი მარში პარლამენტის მიმართულებით დაიძრა.

მსვლელობაში მონაწილეობენ: სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

"ცეცხლი ოლიგარქიას" - სკანდირებდნენ ევროპული მომავლის მცველი ახალგაზრდები, რომლებმაც ბანერი გაშალეს, წარწერით - "ძალა სტუდენტების ერთობაშია". 

მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ სინდისის პატიმრებს, მათ გათავისუფლებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ეს ყველაფერი ძალიან დიდი ბრაზს იწვევს, როცა ხვდები, რომ ამ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას ახლა გართმევენ. დღეს ჩვენ ისტორიულ მარშს ვუერთდებით და ძალიან მიხარია, რომ საკმაოდ ბევრნი ვართ და უნდა გვახსოვდეს, რომ არავის არ აქვს უფლება, რომ წაგვართვას ყველაზე ღირებული თავისუფლება და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ადამიანების, იმ გმირების მოტანილი თავისუფლების მცველები დღეს ჩვენ ვართ და ამიტომ ბოლომდე უნდა დავიცვათ ეს თავისუფლება. თუ ადრე გვართმევდნენ ენას, ახლაც იმავეს აკეთებენ უბრალოდ სხვა გზებით, ამას ცდილობენ პროპაგანდით და ძალადობის ენით, ამიტომ არ მივცემთ ამის უფლებას და ვიბრძოლებთ ბოლომდე", - ამბობს მარშის მონაწილე სტუდენტი.