"კვლავ აიძულებენ გაშიშვლებას და ბუქნების კეთებას... ციხეში დროშაც დაუხიეს" - სასამართლოში მუსელიანცის პროცესი მიმდინარეობას
თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩილ მუსელიანცის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სინდისის პატიმარს რეჟიმი რუსთაველის გამზირზე კამერების დაზიანებას ედავება. მუსელიანცის საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე იხილავს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან - ის ექპერტები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავეს და სამეთვალუყურეო კამერების ჩანაწერები შეისწვალეს.
დაცვის მხარის თქმით, პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულებები, რაც მუსელიანცის ბრალეულობას დადასტურებს.
მუსელიანცის ადვოკატი პატიმრის მიმართ ღირსებისშმელახავ მოპყრობაზე საუბრობს - უფლებადამცველის წინ სასამართლოში ეტაპირებსიას კვლავ აიძულებენ მუსელიანცს გაშიშვლებას და ბუქნების კეთებას.
ციხეში ყოველი ბადრაგირების წინ ისევ ხორციელდება ღისებისშმელახველი და დამამცირებელი მოქმედება - კერძოდ ყოველი წამოსვლის წინ ისევ აიძულებენ ბუქმენის გაკეთებას". - ამბობს ადვოკატი.
დღეს ასევე სინდისის პატიმრის დედამ სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრა, რომ არჩილ მუსელიანცს ციხეში საქართველოს დროშა დაუხიეს.
მაქვს ძალიან ცუდი ინფრომაცია, რომ არჩილს ჰქონდა ძალიან პატარა დროშა ციხეში, რომელიც როგორც ჩანს, არ შეიძლება და საქართველოს დროშა თვალწინ დაუხიეს. შეეძლოთ ხომ რომ ჩამოერთმიათ, მაგრამ დაუხიეს", - ამბობს დედა.
- შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
- ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სასამართლოში ასევე მიმდინარეობს ანატოლი გიგაურის პროცესიც - საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია იხილავს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს მოწმის სახით წარმოდგენილი ეყოლება გამომძიებელები, რომლებიც პროცესზე გამოიკითხებიან.
- ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
- ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება
[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.