სინდისის პატიმრის, მათე დევიძის და მოსამართლე ჩაგუნავამ 5000 ლარით დააჯარიმა
სინდისის პატიმრის, მათე დევიძის და სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ელენე დევიძე 5000 ლარით დააჯარიმა.
მანამდე კი რეჟიმის ტყვის დამ სასამართლოზე თქვა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოში, გააკრტიკა ირაკლი კობახიძე, რომელმაც რუსეთი" უცხო ძალად" მოიხსნია, ასევე მოსამართლე ჩაგუნავას პირდაპირ უთხრა, რომ სანქცირებული მოსამართლე არ უნდა ასამართლებდეს.
"2008 წელს ომი დაიწყო რუსეთმა. 1989 წლის 9 აპრილსაც არა უცხოურმა ძალებმა, როგორც ამას ჩვენი თვითმარქვია და არალეგიტიმური ხელისუფლება ბოდავს, არამედ რუსეთმა მოაწყო სასაკლაო საქართველოში, რუსთაველის გამზირზე და ტქვენ იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ ამ არალეგიტიმური დაჯგუფების აბსურდებს ვაპროტესტებ? იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ ჩემი 21 წლის ძმა უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში და რაღაც სისულელეებს და აბსურდებს ედავებიან? იმისთის მიწერთ ჯარიმას, რომ სინდისის პატიმრების თავისუფლებას მოვითხოვ, თან როცა ამის კანონიერი უფლება მაქვს? გარდა ამისა, ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ სანქცირებული მოსამართლე მასამართლებს. ასევე, ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს არიან არალეგიტიმური შსს-ს წარმომადგენლები.
იმის თქმა მინდოდა, რომ არც თქვენი ჯარიმების მეშინია და არც არაფრის. არც დავიღლები, ვერც შემაშინებთ და უსამართლოს სასამართლოს უნდა ეშინოდეს ხალხის ძალის", - თქვა ელენე დევიძემ.
რეჟიმი რეჟიმის ტყვის დას გზი ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
მსგავსი სიახლეები
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება
[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.