სინდისის პატიმრის დედა გიორგი გახარიას აფრთხილებს

15.04.25 15:24
სინდისის პატიმრის დედა გიორგი გახარიას აფრთხილებს

 

 

სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე მისვლის შემდეგ, გიორგი გახარია "ქართული ოცნების" პარლამენტში შევიდეს. 

ნანი წულაია "პირველებთან" აცხადებს, რომ პირველი ეჭვები მაშინ გაუჩნდა, როცა რეჟიმის ტყვეების მშობლებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე გიორგი გახარია არ მივიდა. 

მინდაძის დედა პირდაპირ ამბობს, რომ დედები მათი შვილების თემით ვაჭრობას არავის აპატიებენ: 

"თუ იყო ჩვენი მომხრე, კომისიაზე არ უნდა მისულიყო, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს. ბოლოს, შეხვედრა რომ გვქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გახარია ცოცხალი თავით არ შეგხვდა, ის ჩვენთან არ გამოცხადებულა. მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, ახლა კი მყარად ვფიქრობ, რომ მე მგონი  შევა (ქართული ოცნების პარლამენტში) შევა.

ყველა დედის აზრი ერთნაირია, თუმცა მე ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ გახარია თუ პარლამენტში შევიდა, და თუ ჩვენი შვილებით ვაჭრობა მოხდა და ამის ფონზე განხორციელდა ეს ყველაფერი, ჩვენ ამას არავის ვაპატიებთ.  პირადად, არავის ვაპატიებ და არავის ვუსურვებ გამწარებული დედის წინაშე დადგომას"- აცხადებს წულაია. 

ოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას  შეთანხმების  დარღვევაში პირდაპირ ადანაშაულებენ.  

მათი თქმით, ოთხმა პარტიამ ზურაბიშვლთან ერთად პირობა დადო, რომ არ მივდინოდნენ წულუკიანის კომისიაზე და ლეგიტიმაციას არალეგიტიმურ პარლამენტს არ მისცემდნენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ოთხიდან სამმა პირობა შეასრულა, რაც  ლიდერებს ბრალის წარდგენის ფასი დაუჯდათ. 

მსგავსი სიახლეები