"ყველა მოწმე რომელიც სასამართლოში მოდის, ამნეზიას იმართებს" - არჩილს მუსელიანცის ადვოკატი

15.04.25 15:57
"ყველა მოწმე რომელიც სასამართლოში მოდის, ამნეზიას იმართებს" - არჩილს მუსელიანცის ადვოკატი

"ყველა მოწმე რომელიც სასამართლოში მოდის, რატომღაც ამნეზიას იმართებს" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, არჩილს მუსელიანცმა განაცხადა. 

დღევანდელ პროცესზე ის ექსპერტები გამოიკითხნენ, რომლებმაც სამეთვალუყურეო კამერების ჩანაწერები შეისწვალეს.

დაცვის მხარის თქმით, პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულებები, რაც მუსელიანცის ბრალეულობას დადასტურებს. 

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ერთი შემოქმედი ჰყავს ყველა სისხლის სამართლის საქმეს და ერთი პირისგან იღებდნენ დავალებებს, თუმცა ყველა მოწმე რომელიც სასამართლოში მოდის და აძლევს ჩვენებას, მათ შორის არჩილ მუსელიანცის სისხლის სამართლის საქმეზე, მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, თუმცა ყველა იმართებს ამნეზიას და არ ახსოვთ, ვინ გასცა ეს მითითება. ეჭვები არ გაგვაჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით, ზუსტად ვიცით, რომ საქმის მასალები არის გაყალბებული. დღევანდელმა მოწმეებმა ვერაფერი ვერ დაადასტურეს. ძირითადად, ერთი მოწმე იყო მნიშნელოვაი, ვინც არჩილ მუსელიანცის დაკავება განახორციელა", - ამბობს ადვოკატი. 

  • შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები