ევროპულ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა
ევროპულ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე სასწავლო დაწესებულებაში პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სკოლაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შევიდა.
მშობლები მოსწავლეების ევაკუაციის ფაქტს ადასტურებენ. "პირველებმა" არაერთი კადრი გადაიღო, როცა მშობლებს ბავშვები სასწავლო დაწესებულებიდან დროზე ადრე გაჰყავდათ.
ადგილზე მობილიზებული პოლიცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
მსგავსი სიახლეები
22.06.26 11:42
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება
[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.