არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

15.04.25 15:56
არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს.

"ვერ გწერთ ცალკე ბევრი შეტყობინება მომდის კარგად არიან ბავშვები, მშობლებიც მოვლენ, პატრულს ჰყავს ახლა ბავშვები" - წერს მოქალაქე თეო ბარბაქაძე.

ბავშვებს 14 აპრილიდან ეძებდნენ. 

ბოლოს ისინი, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე, 31 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. 

მსგავსი სიახლეები