ანრი კვარაცხელიას საქმეზე სასამართლოში მისული პოლიციელი ჩვენებას ფურცლიდან კითხულობდა
სინდისის პატიმრის, ანრი კვარაცხელიას საქმეზე სასამართლოში მისული პოლიციელი, ოთარ ზალიკაშვილი ჩვენებას ფურცლიდან კითხულობდა. სხდომაზე მისული კიდევ ერთი მოწმე-ექსპერტი კი ამტკიცებდა, რომ მან დაათვალიერა კამერების ჩანაწერები და ამოიცნო ანრი კვარაცხელია, თუმცა ფოტო, რომელიც საქმის მასალებში დევს, ჩანს, რომ პირს სახე ნიღბით აქვს დაფარული.
პროკურატურის სახით მოწმის სახით გამოძახებული ექსპერტი სხდომის შემდეგ "პირველებმა" ჰკითხა, როგორ ამოიცნო ანრი კვარაცხელია ფოტოზე, როცა ფოტოზე მხოლოდ ნიღბიანი პირი ჩანს, თუმცა მან კითხვებს არ უპასუხა.
დღევანდელ სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულება, "მოლოტოვის კოქტეილის ნარჩენები" გამოიკვლიეს - როგორც პროკურორი ამტკიცებდა, ეს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს და ამტკიებდა, რომ აღნიშნული ნივთი სწორედ ანრი კვარაცხელიამ ისროლა.
დაცვის მხარისთვის გაურკვეველია, რის საფუძველზე ამოიცნო ექსპერტმა ანრი კვარაცხელია და ასევე ადვოკატი ამბობს, რომ დასადგენია მართლა ანრი კვარაცხელიამ ისროლა თუ არა სასამართლოში მიტანილი "ნივთმტკიცება"
როდესაც მოვითხოვეთ ნიღბიანი პირის რაიმე ნიშანთვისებაზე მიეთითებინა, რის საფუძველზეც მოახდინა ანზორ კვარაცხელიას იდენტიფიცირება, ვერცერთ ასეთ სიტყვაზე ვერ მიუთითა მისი საექსპერტო კვლევაში.
მოხლოდ და მხოლოდ პროკურორის ვერბალური ფრაზები გვაქვსა, რომ ამოღებულია ამა და ამ ტერიტორიაზე. ეს არის ის ბოთლია, რომელშიც პროკურორის მტკიცებით, მოთავსებული იყო ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. თუმცა, რეალურად ისიც დასაგდენია, ეს პირი იყო თუ არა ანზორ კვარაცხელია", - თქვა ადვოკატმა.
25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ის თანამშრომლისთვის სროლას ედავება. ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება
[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.