ნახეთქი ჭრილობები სახის არეში და გაბზარული ქალა - ე.წ. ზონდერებმა აქტივისტებს კასტეტებით სცემეს

15.04.25 20:24
ნახეთქი ჭრილობები სახის არეში და გაბზარული ქალა - ე.წ. ზონდერებმა აქტივისტებს კასტეტებით სცემეს

ნახეთქი ჭრილობები სახისა და თავის არეში და გაბზარული ქალა - ასე გამოიყურება სასიკვდილოდ გამეტებული ლევან ყანჩაველი. ახალგაზრდა კაცზე თავდასხმა თავისუფლების მოედანზე განხორციელდა.

ზონდერების ანგარიშსწორებას თავად სამოქალაქო აქტივობას უკავშირებს. ურტყამდნენ გამეტებით კეფისა და თხემის არეში.  ე.წ. კასტეტებით იყვნენ შეიარაღებულები. თავის არეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ყანჩაველს თავის ქალა გაებზარა და ოპერაცია შედეგად ტიტანის იმპლანტის ჩადგმა დასჭირდა.

თავდამსხმელებმა ჩასაფრება ლევან ყანჩაველს  ლეონიძის ქუჩაზე მოუწყეს. მას 4 შეიარაღებული პირი ელოდებოდა. ამ დროს ყანჩაველი მეგობართან, ლექსო სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა. მას  ზურგიდან მიეპარნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლექსო სამხარაძეს სახის არეში ნახეთქი ჭრილობები აქვს. სამხარაძისთვის თავდასხმის მოტივი ნათელია - არ პატიობენ ივანიშვილის გუნდის კრიტიკას და იმ სტენსილებს, რომელსაც თბილისის ქუჩებში ტოვებენ. 

ლექსო სამხარაძე ანტისაოკუპაციო აქციებში სულ მონაწილეობს. ის სამიზნეში მას შემდეგ ამოიღეს, რაც გასულ წელს, ვიქტორ ჯაფარიძესთან რუსული კანონის მხარდაჭერა გააპროტესტა, მანქანიდან გადმოსულმა დეპუტატმა კი ფორთოხალი ესროლა. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები