თუ ხართ SOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობელი, შესაძლებლობა გაქვთ, გაემგზავროთ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე
SOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გათამაშებაში და გაემგზავრონ მიუნხენში,UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად.
Mastercard უკვე 30 წელია, რაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია და ბარათების მფლობელებს უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებებს სთავაზობს.
წელს, SOLO და Mastercard ქართველ მომხმარებლებს, აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ გათამაშებაში და უდიდესი საფეხბურთო დღესასწაულის მონაწილეები გახდნენ.
გათამაშების წესები მარტივია:
- SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდილ ყოველ 20 ლარზე გათამაშების 1 ბილეთი გროვდება;
- 22 და 29 აპრილს გათამაშების გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან;
- გათამაშების პრიზია ფინალურ მატჩზე დასასწრები ორკაციანი საგზური (მატჩზე დასასწრები ბილეთები, ავიაბილეთები, ტრანსფერი და 3 ღამით სასტუმროში განთავსება).
გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
NS
მსგავსი სიახლეები
22.06.26 11:42
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება
[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.