კოლოსალური ხელფასები და პრემიები მოსამართლეებს - რა ღირს რეჟიმის მორჩილება

15.04.25 20:45
კოლოსალური ხელფასები და პრემიები მოსამართლეებს - რა ღირს რეჟიმის მორჩილება

2024 წელს მოსამართლეების პრემია, ხელფასი და დანამატი ხალხს 79 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ეს ყველა დროის რეკორდია. ამდენი ფული მოსამართლეებისთვის არასდროს დაურიგებიათ. თუ შევადარებთ ოფიციალურ მონაცემებს, 2020 წელთან შედარებით, მოსამართლეების სახელფასო ანაზღაურაბ 35 მილიონით არის გაზრდილი.

ხალხი, ვინც წლებია სასამართლო სისტემაში კლანურ მმართვეობას სწავლობს, ამბობს, რომ სწორედ კოლოსალური ხელფასები და პრემია დამანამატებია მოსამართლეთა მორჩულების საწინდარი.

ოფიციალურ მონაცემებში კარგად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" წლიდან წლამდე ზრდიდა მოსამართლეებისთვს განკუთვნილ დაფინანსებას და 2024 წელს, როდესაც ყველაზე მეტი რეპრესიები მოუწყო ხალხს, ყველაზე მეტი ფული დაურიგა.

წესით, მაღალი ხელფასი მოსამართლის დმაოუკიდებლობის გარანტი უნდა იყოს, თუმცა სასამართლოს კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი მოსამართლეები, ექსპერტების აზრით, დამოუკიდებლობის მინიმალურ ტესსტაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ამიტომ, ყოფილი მოსამართლეები ფიქრობენ, რომ მაღალი ხელფასი მოსამართლეების მოსყიდვის ინსტრუმენტად იქცა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები