სვეტიცხოველი ისევ საფრთხეშია - "ოცნება" არ რეაგირებს
სვეტიცხოველში ისევ საგანგაშო მდგომარეობაა - ტაძარში წვიმის წყალი ისევ ჩავიდა. მეფეების საფლავებთან სანთლები დაალაგეს, რომ წყლის ჟონვა შეეკავებინათ.
განგაში სასულიერო პირებმა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გამოაცხადეს, რადგან წყლის ჩასვლის გამო ისტორიული ფრესკების დაზიანების რისკები უფრო მეტად გაიზარდა, თუმცა ფაქტია, რომ ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია და შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ სვეტიცხოველში უმძიმესი მდგომარეობაა.
წვიმის წყალი ჩადის სვეტიცხოველში, რომელიც მცხეთაში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში აშენდა. იგი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჯერ კიდევ 22 მარტს ჰქონდა. "პირველები" დაინტერესდა, რა გააკეთეს იმსიათვის, რომ სვეტიცხოველში წყალი აღარ ჩასულიყო.
სააგენტოს ხელძღვანელი გვარწმუნებს, რომ მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო სპეციალური სხნარით ნაპრალების ამოვსება, უბრალოდ, ვერ შეძლეს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება
[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.