ხანძარი ლილოს ბაზრობაზე - "30-მდე მაღაზიაა დამწვარი, სრულად გაგვინადგურდა საქონელი, ზარალი ძალიან დიდია"

ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 30-მდე მაღაზიაა დამწვარი - ადგილობრივი მცირე ბიზნესის წარმომადგენლები "პირველებთან" მიყენებულ ზარალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქონელი სრულად გაუნადგურდათ.
მაღაზიები დაიწვა, უმძიმესი სიტუაციაა, ქალი დავარდა გული წაუვიდა ერთს, მეორეს.. სასაწრაფოებმა წაიყვანეს - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.
ძალიან დიდია ზარალი. იმდენი შარვალ-კოსტუმები ჩინეთიდან და თურქთიდან ახალი ჩამოტანილი საქონელი. დაახლოებით 20-30 მაღაზიაა დამწვარი. იყო ერთი შესული და ბევრია დამწვარიო. ძვირადღირებული შარვალ კოსტუმები, სამი მაღაზია ჰქონდა იმ ბიჭს, მეორეს ორი, ჩემს წინ ხდებოდა ეს ყველაფერი.
ლილოს ბაზრობაზე ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე ასზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ადგილზე მომუშავე ადამიანების თქმით, გასულ ღამეს ბაზრობის ტერიტორიაზე ელექტროენერგია მოქალაქეებს არ მიეწოდებოდათ და როდესაც დილით ელექტრომომარაგება აღდგა, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ხანძარი.
სავარაუდოდ დილას შუქი რომ ჩართეს ( მთელი დღე გუშინ შუქი არ იყო) და ეტყობა რომ ჩართეს დილით შუქი ვიღაცას პლიტა ჰქონდა ჩართული, დატოვებული და დილას შუქები რომ ჩაირთო უცებ მოხდა.
მაღაზიაში შუქი რომ ჩაქვრა უნდა გათიშო და უნდა მოაწესრიგო მაღაზია. რომ ტოვებ მაღაზიაში ანთებულ შუქს ვინ რას გიშველის, ვერავინ ვერ გიშველის, დაუდევრობა რა - ამბობენ ადგილობრივები