სასამართლომ გელა ხასაიას 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხასაიას 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს ხელბორკილები პირდაპირ სხდომათა დარბაზში დაადეს.
ხასაიასთავის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას სხდომათა დარბაზში შსს-ს იურისტები ითხოვდნენ, ამტკიცებდნენ, რომ "ცვლილებისთვის" წევრისთვის ჯარიმები არასათანადო იყო.
რეჟიმი ხასაიას 31 მარტის აქციაზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება, თუმცა დაცვის მხარის განმარტებით, უწყვეტ ლაივ კადრებში კარგად ჩანს, რომ ხასაია სამართალდამცველებს წინააღმდეგობას არ უწევს.
აქტივისტობის გამო და იმიტომაც, რომ ფულადი თანხა ვერ იქნება საკმარისი გელა ხასაიას დასასჯელად (სიტყვა დასჯა არ უგულისხმია, გამოსწორება თქვა, მაგრამ შინაარსი დასჯის ჰქონდა). სამწუხარო ამბავი ის არის, რომ სამართლოს შინაარსი არ აინტერესებს და სასამართლო უბრალოდ აფორმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას. გაფაციცებით ელოდება მოსამართლე რა სასჯელის ფორმას და ზომას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე, რომ ამის რევიზიაც არ ხდება, პრაქტიკულად ჩვენ ეს ვნახეთ. 12 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ იცის განსხვავება ჩხრეკას და დათვალიერებას შორის. პოლიციის წარმომადგენლების მიზანი მთელი ამ სხდომის განმავლობაში ნათელი გახდა თინათინ კაჭკაჭიშვილის განმარტებით, რომ "კი, ვიცით, გელა ხასაია აქტივისტია და მისთვის სათანადო პასუხისმგებლობა იქნება მხლოდ პატიმრობა" - ეს იყო მისი განმარტება ამ შემთხვევაში, რომელიც მოვისმინეთ. სამწუხაროდ აზრი არ ჰქონდა ჩვენს წარდგენილ ვიდეოს, უწყვეტი ლაივი იყო, როდესაც გელა არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს", - ამბობს ხასაიას იურისტი.