"საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში" - რასა იუკნევიჩიენე

16.04.25 16:40
"საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში" - რასა იუკნევიჩიენე

"საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში" - ასე შეაფასა, გავლენიანმა ევროპარლამენტმა, "ქართული ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული კანონი.

ვერანაირი საერთაშოროსო დახმარება ვერ მიაღწევს ადრესატამდე, თუ ამის უფლება არ იძლევა მთავრობა - წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

„ახალი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო, საერთაშორისო დონორებს აიძულებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების ან სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე ნებართვა მთავრობისგან მიიღონ. ევროკავშირის დახმარება და საგარეო დახმარება დამოუკიდებელ ხმებამდე ვერ მიაღწევს, თუ ამას ის რეჟიმი არ დაამტკიცებს, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ