19 აპრილი 19 საათი - რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია დაანონსდა

19 აპრილი 19 საათი - ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ აქცია დაანონსდა. ქუჩაში ახალი არჩევნების და სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით სტუდენტები გამოდიან.
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 19 აპრილს სტუდენტებმა გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს, რომ საქართველოში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებდნენ.
2024 წლის 19 აპრილს ჩვენ დავდეთ ფიცი, რომ საქართველოს ვუერთგულებდით და მას დავიცავდით რუსული ძალებისგან და არაფერი სეცვლილა. ეს ფიცი კვლავ დადებულია, ჩვენ კვლავ ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ, ამიტომ 19 აპრილს ყველას გელოდებით 19:00 საათზე პარლამენტთან, შემდეგ ჩავათ სანაპიროზე და იგივე გზას გავივლით, რაც წინა წელს გავიარეთ. დავდებთ ფიცს, ხოლო შემდეგ ქაშუეთში შევხვდებით ყველა ერთად აღდგომას, - ამბობს აჩი გოჩიტაშვილი.
აღნიშნული აქცია სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხიდან დაანონსა. უკვე ცნობილია, რომ უკანონო პატიმრების შვილების ნაცვლად აქციაზე მათი მშობლები იდგებიან. ისინი აღდგომის ღამეს აქციის მონაწილეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.
19 აპრილის ღონისძიება სრულად ზვიადმა დააორგანიზა და ამავდროულად, მთელი გეგმა გაწერილი გამოგვიგზავნა ციხიდან. 2024 წლის 19 აპრილს მოხდა ახალგაზრდების აღზევება, ახალგაზრდების გაერთიანების დემონსტრირება, სტუდენტი ახალგაზრდების ძალის ჩვენება, რომელმაც შემდგომში მოიტანა ის პროცესები, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. რომ არა ახალგაზრდების ეს მასობრივი, ძალიან მედგარი, ზალიან ხანგრძლივი ბრძოლა, დღეს ჩვენ აბსოლუტურად სხვა მოცემულობაში ვიქნებოდით და ეს მოცემულობა, დიდი ალბათობით, იქნებოდა ის, რომ რეჟიმი გამარჯვებული იქნებოდა, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.
19 აპრილის დემონსტრაციაზე სტუდენტებთან ერთად კულტურის სფეროს წარმოამდგენლებიც იქნებიან.
ახალგაზრდებმა იციან ის, რაც შეიძლება, ჩემმა თაობამ ნაკლებად იცოდეს, თუმცა ეს ფაქტია, რომ საქართველო ყოველთვის ასეთი იყო. საქართველოს ქმნიდნენ გმირები და ეს გმირები თავს გამოავლენდნე ბავშობიდან, ახალგაზრდობიდან. იმ დღეს არის ეს შეკრება დანიშნული, რომელიც მოასწავებს მთავარ ქრისტიანულ აქტს, აღდგომას, შაბათი დღეა, დადუმების დღეა, მოლოდინის დღეა, რომ მართლაც აღდგება ჭეშმარიტება, აღდგება ქრისტე აღდგება უფალი. აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ. ეს შეკრება ნიშნავს განახლებას, ახალგაზრდული სულის დაბადებას, - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე.