კობახიძის განკარგულება - 26 მაისს საგამოფენო სივრცე, რუსთაველის ნაცვლად, ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა

16.04.25 18:16
კობახიძის განკარგულება - 26 მაისს საგამოფენო სივრცე, რუსთაველის ნაცვლად, ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს საგამოფენო სივრცე რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა.

ივანიშვილის მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა გასართობი, მუსიკალური, სხვადასხვა თემატური აქტივობების და კვების ზონები.

თავისუფლების მოედანზე კი გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, ასევე ჯავშანტექნიკის გამოფენა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საზეიმო აღნიშვნა მიხეილ ყაველაშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.