საზმაუდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას ვგმობთ - IPI
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას გმობს.
IPI პლატფორმა X-ზე წერს, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც "პოლიტიკური კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გააჩუმეს," მხარს უჭერს და არხზე მათ დაბრუნებას მოითხოვს.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას გმობს. ჩვენ ვდგავართ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც პოლიტიკური კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გააჩუმეს და მოვითხოვთ მათ სამსახურში აღდგენას". - წერს IPI.
ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.
- ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ტელევიზიიდან გათავისუფლების მოთხოვნით თეა კახიანმა მიმართა. თეა კახიანი განცხადების შინაარს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ასევე, კახიანი წერს, რომ არხი დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა.
საყურადღებოა ისიც, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიოგადაცემების "შუადღის პიკისა" და "საღამოს პიკის" პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს.