ვინ გასცა რეზინის ტყვიები გამოყენების ბრძანება - რა ისმის ჩანაწერებში

16.04.25 19:04
ვინ გასცა რეზინის ტყვიები გამოყენების ბრძანება - რა ისმის ჩანაწერებში

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ტვ პირველის" ეთერში 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ რაციის უწყვეტი ჩანაწერების შესწავლის შედეგად, ომბუდსმენის აპარატმა გამოკვეთა ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც გიორგი გახარია კონტაქტზე გდდ-ის მაშინდელ უფროსთან გავიდა და მას ჰკითხა, იყენებდნენ თუ არა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები რეზინის ტყვიებს. 

ყოფილი სახალხო დამცველის განმარტებით, გიორგი გახარიამ გდდ-ის მაშინდელი ხელმძღვანელისგან მიიღო პასუხი, რომ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს არ ისროდნენ, თუმცა ლომჯარიას თქმით, მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან მაგ დროისთვის სპეცრაზმს რეზინის ტყვიების გამოყენება დაწყებული ჰქონდა. 

ჩვენ მიერ შესწავლილი იქნა რაციის ჩანაწერები მინისტრის მის ქვემდგომებთან კომუნიკაციის. ქვემდგომებს უკვე ჰქონდათ ადგილზე მყოფ ძალოვნებთან კომუნიკაცია და ეს ხაზი ჩვენ არ ვიცით. მაგრამ, რაც ჩვენ ვნახეთ, რაციის უწყვეტი ჩანაწერები, რამდენიმე-საათიანი ჩანაწერები, გახარიას ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება გაცემული არ აქვს. ეს დაწერილი გვაქვს ანგარიშში, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. 

მანდ საინტერესო გარემოება არის, რომ რაღაც ეპიზოდში, რაციაში გახარია გდდ-ის უფროსს ეკითხება, ყოველ შემთხვევაში, კითხულობს რაციაში იყენებენ თუ არა ტყვიებს, რაზეც პასუხი არის, რომ არ იყენებენ, მაშინ როდესაც უკვე იყენებდნენ ამ ტყვიებს. ამიტომ არის, რომ გდდ-ის მაშინდელი უფროსის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გვაქვს დაყენებული, რადგან მან მის ზემდგომ პირს სიცრუე, ტყუილი ინფორმაცია მიაწოდა, რადგან მან უარყო ტყვიების გამოყენება მაშინ, როდესაც იყენებდნენ ტყვიებს". - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.