უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია

16.04.25 20:29
უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია

ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი გახდეს. ბრიუსელი უვიზო პოლიტიკას ამკაცრებს, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ადამიანის უფლებებს მასობრივად  არღვევენ.  ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დოკუმენტის მეოთხე პუნქტში პირდაპირ წერია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიული უკუსვლა გახდება. ექსპერტების შეფასებით, ეს  პირდაპირი საფუძველია იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი დაკარგოს.

მათივე თქმით, ასეთი რეალური ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება არასდროს ყოფილა.  "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი ელჩი გერმანიაში ამბობს, რომ "ქართლი ოცნება" უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში ერთადერთი პასუხისმგებელი იქნება.  ადამიანების ცემასა და წამებაზე,  დემონსტრანტებს დარბევასა და უკანონო დევნაზე ევროკავშირი თვალს არ დახუჭავს და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის ამბობს ოპოზიცია. 

ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და საკუთარი მილიარდები გადაარჩინოს,  ქართველი ხალხის მომავალი ეწირება - ასეთია პოლიტიკური ლიდერების მოსაზრება. მედიის თავისუფლების შეზღუდვა, რუსული კანონის მიღება და სასამართლოს მიტაცებ,  ყველა ეს ქმედება შესაძლოა, ევროკავშირის ახალი რეგულაციების მეოთხე მუხლის დარღვევად ჩაითვალოს და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი გახდეს.

უვიზო მიმოსვლა საფრთხეში - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები