რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო - ბაჩო ქაჯაია

16.04.25 20:23
რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო - ბაჩო ქაჯაია

 

 

"ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ახალ თეატრთან ხელოვანები იკრიბებიან.

ადგილზე უკვე გამოჩნდა მსახიობი ბაჩო ქაჯაია, რომელიც "პირველებთან" თინათინ რუხაძის უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რეპრესიების მორიგ ტალღად აფასებს. 

პირად ურთიერთობებზე ვერ ვილაპარაკებ, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. მე შემიძლია შევაფასო ის, რასაც ყველა ვხედავთ. დაიწყო კიდევ ერთი ტალღა რეპრესიების იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კიდევ უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ და ჰქონდათ პროტესტი ამ უსამართლობის მიმართ, რომელიც რეალურად არის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავდგებით ერთმანეთის გვერდით და უფრო ხმამაღალი იქნება ჩვენი პროტესტი. შევალ და გავიგებ, რა განცხადებას გააკეთებენ მსახიობები და თეატრი", - ამბობს ბაჩო ქაჯაია.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

მსგავსი სიახლეები