რეჟიმი ყველაფერზე მიდის და არც გაჩერდება - დათა ჩაჩუა

16.04.25 20:59
რეჟიმი ყველაფერზე მიდის და არც გაჩერდება - დათა ჩაჩუა

"რეჟიმი ყველაფერზე წავიდა, ყველაფერზე მიდის და არც გაჩერდება" - ამის შესახებ მსახიობმა დათა ჩაჩუამ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ საუბრის დროს განაცხადა. 

როგორც მან "პირველებთან" აღნიშნა, ახლა ყველაზე მთავარი საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთად დგომაა, რომლის გარეშეც, მისივე განმარტებით, რეჟიმის დამარცხება გარდაუვალია. 

ასეთი რაღაცა მე ჯერ არ მინახავს. შესაბამისად, ვერ გეტყვი, რას მაგონებს. არის ძალიან რთული, დაძაბული ვითარება. ანერვიულებული ვარ ძალიან და არ ვიცი სადამდე მივა. ამ ყველაფერს ბოლო არ აქვს, როგორც ჩანს და ძალიან კრიტიკულ მდგომარეობასთან ვართ მისული. რეჟიმი ყველაფერზე წავიდა, ყველაფერზე მიდის და არც გაჩერდება, ეგეთი ეჭვი მაქვს და ამისთვის ერთად დგომა არის საჭირო, ერთად უნდა ვიდგეთ, სხვანაირად არაფერი არ გამოვა ",- ამბობს დათა ჩაჩუა

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

მსგავსი სიახლეები