სოლიდარობა დავით დოიაშვილს და "ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს" - "სამეფო უბნის თეატრი"

"სამეფო უბნის თეატრი" დავით დოიაშვილსა და "ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს" სოლიდარობას უცხადებს.
"სამეფო უბნის თეატრი" სოციალურ ქსელში წერს, რომ დავით დოიაშვილის გათავისუფლება ქართულ თეატრზე გამოუსწორებელი დარტყმაა.
სოლიდარობა დავით დოიაშვილს და "ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის" მამაც დასს, ყველა მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას!
დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე.
დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის ფარგლებში “ახალი თეატრი” ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი გახდა და მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე.
ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა “ახალი თეატრის” თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში.
მუდამ თქვენს საიმედო მეგობრად, "სამეფო უბნის თეატრი", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია