პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა - ბახუტაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

16.04.25 21:34
პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა - ბახუტაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

 

 

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ფიქრობს, რომ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. 

პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. კულტურის სამინისტროს სახელით გაჟღერდა უბრალოდ. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო არაფერ შუაში არ არის. თუ ჰგონია, რომ ეგ იქნება ის ერთადერთი ტირანი, ვინც ხახლის დაჭერით და რეპრესიებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ცდება. მაგას დაინახავს ცოტა ხანში", - ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

მსგავსი სიახლეები