"რეპრესიები გრძელდება" - ნატა მურვანიძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

16.04.25 22:04
"რეპრესიები გრძელდება" - ნატა მურვანიძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

"რეპრესიები გრძელდება" - ასე აფასებს მსახიობი ნატა მურვანიძე "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების ფაქტს. 

ნატა მურვანიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების" ქმედებებისა, ივანიშვილის რეჟიმი კულტურის სფეროს დამორჩილებას ვერ შეძლებს. 

რეპრესიები გრძელდება, ამას ამბობს რეჟიმი. ჩვენს სფეროშიც გრძელდება იმიტომ, რომ საკმაოდ დაუმორჩილებელი აღმოჩნდა ეს სფერო. ვერ იმორჩილებს ამ სფეროს. სამწუხაროდ, ძველი საბერძნეთიდან ყველა ხელისუფალს ჰგონია, რომ ამ სფეროს და ხელოვნებას დაიმორჩილებენ, მაგრამ ვერ დაიმორჩილებენ", - ამბობს ნატა მურვანიძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

მსგავსი სიახლეები