დოი ხმის ამოღების, უსამართლობასთან არ შეგუების გამო ისჯება - ირაკლი კვირიკაძე

16.04.25 21:59
დოი ხმის ამოღების, უსამართლობასთან არ შეგუების გამო ისჯება - ირაკლი კვირიკაძე

ირაკლი კვირიკაძის შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმმა დავით დოიაშვილი ოთხ კედელში გამომწყვდეული ანდრო ჭიჭინაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო დასაჯა და  დაკავებული თანამდებობიდან სწორედ ამიტომ მოხსნა.

მსახიობი აანონსებს, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, თავისუფალი ხელოვანები უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ.

დოი ისჯება ხმის ამოღების გამო, არ გაჩუმების გამო და უსამართლობასთან არ შეგუების გამო. დოი ისჯება სოლიდარობისთვის, რომელიც გამოუცხადა თავის უკანონოდ დაპატიმრებულ მსახიობს. დღეს რეალურად ამ სფეროს ყველა წარმომადგენელს ამასთან გვიწევს ბრძოლა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვაპირებთ გაჩუმებას და არ ვაპირებთ შეგუებას ამ უსამართლობასთან", - ამბობს ირაკლი კვინიკაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

მსგავსი სიახლეები