სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის სჯიან - ჩარკვიანი

16.04.25 22:09
სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის სჯიან - ჩარკვიანი

რეჟისორი მიშა ჩარკვიანი "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის მოხსნასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. 

მიშა ჩარკვიანი "პირველებთან" ამბობს, რომ დავით დოიაშვილს სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის სჯიან. 

სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სჯიან სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის. ეს რეპრესიული სისტემა უკვე ჩვენს სფეროზე გადმოვიდა. ჩვენ უკვე, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაცია, ახლა ჯერი დადგა დათო დოიაშვილზე. ეს რეპრესიული რეჟიმი უპირისპირდება ყველას და ყველაფერს, რაც პარტიის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს", - ამბობს მიშა ჩარკვიანი.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

მსგავსი სიახლეები