"ტოტალიტარული რეჟიმის ხელწერაა" - ნინო ხარატიშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

16.04.25 22:29
"ტოტალიტარული რეჟიმის ხელწერაა" - ნინო ხარატიშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

გერმანიაში მოღვაწე მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომელიც ამ წუთებში ახალ თეატრთან იმყოფება და დავით დოიაშვილს სოლიდარობას  უცხადებს, ამბობს, რომ რეჟიმის ქმედებები "თანმიმდევრულია". მისი თქმით, ჯანსაღი და დემოკრატიული ადამიანების დევნა ტოტალიტარული რეჟიმის ხელწერაა.

ალბათ არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მაინც გამიკვირდა, მაგრამ თანმიმდევრულია. ცალსახად მმართველი პარტიის ხელწერაა და ყველა კრიტიკული, ჯანსაღი, ჰუმანური, დემოკრატიული აზრის მიმდევარი ადამიანის, რომელიც მის სწორ პოზიციას გამოხატავს, მიმართ ხორციელდება რეპრესიები. ეს არ არის მარტო საბჭოთა ხელწერა, ყველანაირ ტოტალიტარულ რეჟიმს და ამისკენ სწრაფვას, - ამბობს ნინო ხარატიშვილი. 

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

 

მსგავსი სიახლეები